რატომ აღელდნენ ასე? - მაჭარაშვილი ოპოზიციაზე
"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილისთვის ოპოზიცია მღელვარება პარტიების დაფინანსების კონტროლტან დაკავშირებით, გაუგებარია. მაჭარაშვილის ირწმუნება, რომ "შავი ფულს" პარტიებში ანტკორუფციულიც და აუდიტის სამსახურიც ერთნაირად გამოავლენს.
რატომ აღელდნენ ასე არ ვიცი მე, შავი ფული თუ უნდათ შემოიტანონ უცხოეთიდან უკაცრავად, მაგრამ აუდიტის სამსახური იქნება თუ ანტიკორუფციული ბიურო, ყველა გამოავლენდა ამას. ის პარტია, რომელიც ღელავს, რომ მას შეიძლება რაღაც აღმოუჩინონ ისეთი, რომ მერე მოხდეს მისი ან მოხსნა საარჩევნო პროცესებიდან, ან დაჯარიმება და ა.შ. აქ კითხვის ნიშნები თავად ელექტორატს ექნება. დაწყნარდნენ, დამშვიდდნენ თუ ისინი აპირებენ მუშაობას ისე, რომ ერთი თეთრიც კი უნდა იყოს გამჭვირვალე, როგორც აქამდე იყო პოლიტიკური პარტიებისთვის, მათთვის პრობლემა არ იქნება", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
დღეიდან ოპოზიციის ფულს "ქართული ოცნება" დაითვლის. გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მმართველ პარტიას კონკურენტები სრულ კონტროლზე აჰყავს. ამ წუთიდან ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია, ფინანსური ანგარიში წარუდგინოს ბიუროს, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილს ექვმდებარება.
ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა ტრანზაქცია აინტერესებს: შემოსავლებით დაწყებული და მივლინებებში დახარჯული თანხით დასრულებული.
ოპოზიცია კონტროლის ახალ მექაზმს "ტერორს" უწოდებს