სარჯველაძე: პარტიების ფინანსების კონტროლი ევროპული რეკომენდაციების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაა

01.09.23 14:19
სარჯველაძე: პარტიების ფინანსების კონტროლი ევროპული რეკომენდაციების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებაა

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ პარტიების ფინანსების კონტროლის გადაწყვეტილება ევრორეკომენდაციების ფარგლებში იქნა მიღებული. სახელისუფლები გუნდის წევრის თქმით, თუ ოპოზიციას კრიტიკის სურვილი აქვს, პირველ რიგში, ევროპული რეკომენდაციები უნდა გააკრიტიკონ. 

"ის, რაც დღეს ძალაში შევიდა, გახლავთ ევროპული რეკომენდაციების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და თუ ვინმეს ამის კრიტიკის სურვილი აქვს, წავიდნენ და აკრიტიკონ ევროპული რეკომენდაციები. არავითარი მიზეზი ამ შემთხვევაში არავის არ აქვს, რომ დაიწუნოს ის გადაწყვეტილება, რომლებიც ბევრი თვით ადრე იქნა მიღებული, უბრალოდ დღეს შევიდა ძალაში", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

დღეიდან ოპოზიციის ფულს "ქართული ოცნება" დაითვლის.  გადამწყვეტ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მმართველ პარტიას კონკურენტები სრულ კონტროლზე აჰყავს. ამ წუთიდან ყველა პოლიტიკური გაერთიანება ვალდებულია, ფინანსური ანგარიში წარუდგინოს ბიუროს, რომელიც პირადად ირაკლი ღარიბაშვილს ექვმდებარება.

ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა ტრანზაქცია აინტერესებს: შემოსავლებით დაწყებული და მივლინებებში დახარჯული თანხით დასრულებული.

ოპოზიცია კონტროლის ახალ მექაზმს "ტერორს" უწოდებს