დავთვლით რამდენი მოღალატეა პარლამენტში - მანჯგალაძე იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე
"ეს არის პირდაპირ ღალატის გზა, როცა ევროპაში ინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტს აპირებენ გამოუცხადონ იმპიჩმენტი," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას.
მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს პროცესი ქვეყნის მოღალატეებს გამოააშკარავებს.
ყველა პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ თავის ე.წ. ოპოზიციიდან ხელის მოწერა და დათანხმება ამ იმპიჩმენტის პროცესზე, ნიშნავს ღიად საქართველოს ინტერესების ღალატს. ასე არ შეიფუთება ეს ღალატი და ჩვენ დავთვლით რამდენი მოღალატეა პარლამენტში,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.