სტატუსის საბოტაჟი, პოლარიზაციისა და ანტიდასავლური კურსის გაძლიერება - აქუბარდია "ოცნების" მიზნებზე

01.09.23 13:28
სტატუსის საბოტაჟი, პოლარიზაციისა და ანტიდასავლური კურსის გაძლიერება - აქუბარდია "ოცნების" მიზნებზე

რა მიზანი აქვს "ქართულ ოცნებას" იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით - დეპუტატი თეონა აქუბარდია რამდენიმე მოტივს ხედავს.

პირველი, რაზეც დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს, ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის საბოტაჟირების გზის გაგრძელებაა. ამას გარდა, აქუბარდია პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობასაც ხედავს. 

მიუხედავად იმისა, რომ იციან, იმპიჩმენტი დეპუტატების არასაკმარისი ხმების რაოდენობიდან გამომდინარე ვერ შედგება, ემსახურება სამ მიზანს - ერთი, რომ დამატებითი ბარიერი შექმნან - რუსული კანონიდან მოყოლებული, რეკომენდაციების შეუსრულებლობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ამ ნაბიჯით, კიდევ უფრო გააღრმაონ პოლარიზაცია და ეს „გლობალური ომის პარტია“ გააერთიანონ პრეზიდენტთან და მესამე, ანტიდასავლური კამპანიის გაძლიერება,“ - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.