რუსული ოცნების, სუსის წისქვილზე ასხამენ წყალს - ფავლენიშვილი ყოფილ თანაგუნდელებზე
ირაკლი ფავლენიშვილი დავით კირკიტაძის ფეისბუქპოსტში არანორმალურს ვერაფერს ხედავს. "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ყოფილი თანაპარტიელების ენმ-ს წინააღმეგ ბრძოლაში არიან ჩართულები და წყალს რუსული ოცნების წისქვილზე ასხამენ.
ამასთან, ოპოზოციის წევრი ამტკიცებს, რომ განსხვავებული აზრი პარტიაში პრობლემას არასდროს წარმოადგენდა.
დავით კირკიტაძეზე როგორ უნდა გიპასუხოთ, სად არის არ ვიცი, კომუნიკაცია არ გვქონია. იმის მაგივრად, რომ ეს ადამიანები მიხეილ სააკაშვილს და პარტიის ბრძოლაში ჩართულიყვნენ, ბოლო პერიოდში ჩაერთვნენ ბრძოლაში, რომელსაც რუსული ოცნება აწარმოებს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. არაფერი არანორმალური იმაში არ არის, რომ როდესაც სუსის რუსული ოცნების წისქვილზე ასხამენ წყალს ადამიანები, მათ წინააღმდეგ გარკვეული ბრალდებები გაჟღერდეს. სუსის აგენტების წოდება არ არის ამ შემტხვევაში, მაგას გეუბნებით, ანუ სუსთან და რუსულ ოცნებასთან მათი საქმიანობა მოდის ანუ აწყობს რუსულ ოცნებას და არა „ნაციოანლურ მოძრაობას“. ამაზე ხდება აქცენტის გაკეთება. განსხვავებული აზრია „ნაციონალურ მოძრაობაში“ პრობლემა არასდროს ყოფილა, არანაირი რეპრესიები ამ ადამიანების წინააღმდეგ არ ჩატარებულა, თვითონ ემიჯნებიან ხოლმე ამ პარტიას და არ ვიცი, შეუძლიათ ორჯერ გაემიჯნონ, სამჯერ გაემიჯნონ. მე სათვალავი ამერია, მაგალითად, რამდენჯერ შეიძლება გაემიჯნო პარტიას და რამდენჯერ შეიძლება განახორციელო შეტევა ამ პარტაიზე. შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით, თვითონ არ გვხვდებიან, - ამბობს ფავლენიშვილი.
დავით კირკიტაძემ ფეისბუქპოსტში ყოფილი თანაპარტიელები სუსის აგენტებად მოიხსენია.