"ნაციონალური მოძრაობა" "ოცნებას" ემსგავსება - დიმიტრი ბიძინაშვილი
ნიკა მელიას თანამოაზრე და ენმს- წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი თანაგუნდელებს განსხვავებული აზრის გამო სჯის. ოპოზიციის წევრის თქმით, ენმ-დან აგებენ ადამიანებს, რომლებმაც პარტია აქამდე მხრებით მოიტანეს.
ბიძინაშვილი ამბობს, რომ 'ნაციონალური მოძრაობა" დღეს "ოცნებას" ერთი ერთი დაემსგავსა.
პარტიის მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მართლა ღირსეული მებრძოლები წავიდნენ ამ პარტიიდან დატოვონ ენმ-სრიგები, იმიტომ, რომ მათ აქვთ განსხვავებული აზრი, ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ პარტიას, ვინც 2012 წლიდან დაღემდე უღალატა, ყველას აბრუნებენ. ენმ ისე ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ როგორც არასდროს: განსხვავებული აზრის გამო დევნა, პოლიტიკური ვაწრობით ქონების მოხვეჭა, საკუთარი სარგებლისთვის ყველაფრის და ყველას გაწირვა და იმ თანმებრძლების გაწირვა, პირველ რიგში, ვისი მხრებითაც მოვიდა ეს პარტია დღემდე. ის ხალხი, ვისაც დღეს აბრუნებენ, როდესაც პარტიიდან გაიქცა და როდესაც პარტიის დაშლისთვის ყველაფერს აკეთებდა, სწორედ ასეთი მებრძოლების წყალობით შეინარჩუნა პარტიამ ოპოზიციაში თავისი როლი. სწორედ ეს არის არაფორმალური მმართელობა, სწორედ ეს არის ვიქრო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება. ამ ხალხს არ სურს „ქართული ოცნების“ შეცვლა, ამ ხალხს სურს, რომ საკუთარი მანდატებისთვის ივაჭროს და შემდგომ ამ მანდატებით საკუთარი სარგებელი ნახოს, - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.