გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება - სალომე ზურაბიშვილი
"გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება" - ასე აფასებს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება.
მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანი ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს თავისი ევროპული მომავლის სჯერა", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გუშინ სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები გერმანიაში ვიზიტით დაიწყო.