პრეზიდენტი ბრიუსელშია - სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ხვდება (ვიდეო)

01.09.23 15:05
პრეზიდენტი ბრიუსელშია - სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ხვდება (ვიდეო)

 

პრეზიდენტი ბრიუსელშია - სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში შარლ მიშელს ხვდება. შეხვედრის ამსახველი კადრები რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ესკორტი ემსახურება. ეს მოცემულობა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქართველოს საელჩოები სალომე ზურაბიშვილს ამ შეხვედრების დროს, ფაქტობრივად, ბოიკოტს უცხადებენ და ლოჯისტიკურ მომსახურებაზე უარს ეუბნებია.

შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს.

მანამდე სალომე ზურაბიშვილმა აკრძალული ევროპული ტურის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტთან გამართა შეხვედრა. ჯამში, პრეზიდენტი 10 შეხვედრას გამართავს. სალომე ზურაბიშვილს არცერთ ვიზიტზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, რის გამოც, "ქართული ოცნება" მას კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.