პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს - ფრიდონ ინჯია
სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტს იმსახურებს - "ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის დასჯაში "ევროპელი სოციალისტების" მხარდაჭერა ექნება.
ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ისინი მხარს დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცესს:
დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი იმსახურებს იმპიჩმენტს, ჩვენ გავიხილავთ ამას და ვფიქრობთ, რომ ოთხივე ხმა იქნება იმისკენ მიმართული, რომ იმპიჩმენტი დადგეს", - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დღეს დააანონსა და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, შესაბამისად, კობახიძემ დაანონსა, რომ პრეზიდენტის გადაყენებას კენჭს პარლამენტში ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმა არ აქვს - გადასაყენებლად 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, "ქართულ ოცნებას" ამ მიზნის მისაღწევად 16 დეპუტატის ხმა აკლდება. "ევროპელი სოციალისტების" ლიდერის კომენტარის შემდეგ კი მმართველ პარტიას 12 ხმის მობილიზება სჭირდება.
ინჯიას კომენტარს "რუსთავი 2" ავრცელებს.