ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც ყველაზე კვაზი, მახინჯი და ანტიქცევის მაგალითად შევა - ბესელია

01.09.23 15:15
ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც ყველაზე კვაზი, მახინჯი და ანტიქცევის მაგალითად შევა - ბესელია

"შიში სისუსტის და კონსტიტუციის უპატივცემულობის გამოხატულებაა, ის, რასაც ახლა აცხადებს კობახიძე," - ასე აფასებს "ქართული ოცნებიდან" წასული ეკა ბესელია პარტიის დღევანდელი ლიდერების გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით.

ბესელიას შეფასებით, ის ხალხი, ვინც დღეს საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრება პოლიტიკაში სრულიად შემთხვევით არიან მოხვედრილები.

ქართული პოლიტიკის ისტორიაში, როგორც ყველაზე კვაზი, მახინჯი და ანტიქცევის მაგალითად შევა. პრეზიდენტი დარჩა როგორიც იყო სალომე ზურაბიშვილი, ასეთი იყო სულ, მაგრამ ის ხალხი, ვინც მის ნაცვლად ბანერებზე ჩნდებოდა და იპრანჭებოდა და ხალხს თავის თავს თავაზობდა პრეზიდენტის ნაცვლად, ის არის ის ჯგუფი, რომელიც სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ ქართულ პოლიტიკაში,“ - ამბობს ეკა ბესელია.