მნიშვნელოვნად არის შეცვლილი დამოკიდებულებები დასავლეთში "ოცნების" მიმართ - დიმიტრი ცქიტიშვილი
რას ფიქრობენ დასავლეთში "ქართული ოცნების" შეცვლილ საგარეო კურსზე - "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, რომ პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალის მიმართ პოზიციები და დამოკიდებულებები შეცვლილი აქვთ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, პოზიციების ცვლილება მმართველი ძალის ლიდერების მხრიდან ანტიდასავლურ განცხადებებს და პარტნიორი ქვეყნის ლიდერების მიმართ შეურაცხმყოფელ შეფასებებს უკავშირდება.
ის ხალხი, ვინც თავის დროზე „ქართული ოცნების“ მეგობრები იყვნენ, დღეს მტრებად არიან გამოცხადებული და აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას" და "ოცნება" მათ მტრებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულებს უწოდებს, მათ შორის კუბილიუსს, გალერს - აღარ მაქვს საუბარი ისეთი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებსაც დაკარგული აქვთ კავშირი ქართულ ხელისუფლებასთან. ამიტომ მნიშვნელოვნად არის შეცვლილი დამოკიდებულებები და მათი მდგომარეობა დასავლურ სამყაროში,“ - ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.