შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო - გრეგოროვა

01.09.23 15:28
შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო - გრეგოროვა

შოკირებული ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმის გამო იმ ფონზე, როდესაც ის ევროკავშირის ლიდერებთან საუბარს იწყებს - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა  Twitter-ზე წერს.

ზურაბიშვილი მტკიცედ პროევროპელია. სამწუხაროდ, უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი. თუ ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსი უნდა, მან უნდა მოიწონოს ეს მოლაპარაკებები და არ უნდა ეშინოდეს მისი შედეგების"- წერს ევროპარლამენტარი. 

"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დღეს დააანონსა და საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით რამდენიმე დღეში მიმართავს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, შესაბამისად, კობახიძემ დაანონსა, რომ პრეზიდენტის გადაყენებას კენჭს პარლამენტში ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება.