რა შედეგებს მოიტანს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება - იურისტების განმარტება

01.09.23 15:35
რა შედეგებს მოიტანს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება - იურისტების განმარტება

რა შედეგებს მოიტანს პრეზიდენტის იმპიჩმენტი, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილება - სამართლის სფეროს ექსპერტების შეფასებით, ეს ევროინტეგრაციისკენ მიმავალი გზის საბოტაჟია.
როგორც იურისტები განმარტავენ, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. 

საინტერესოა ისიც, რომ ხელისუფლებამ ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურა სიმბოლურად იმ დროს დაიწყო, როცა ის ევროპაშია და მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

„ქართული ოცნება“ ევროკავშირის მხარდაჭერის გამო, საქართველოს პრეზიდენტს ცდილობს, გამოუცხადოს იმპიჩმენტი - ეს არის პირდაპირ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. კონსტიტუციის 78-ე მუხლი ამბობს, რომ ყველა კონსტიტუციური ორგანო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა საქართველოს ევროინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ვალდებულების არშესრულება რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტის მხრიდან არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება და კონსტიტუციის დარღვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი, ამაზე უნდა  ვისაუბროთ, რომ რატომ ხდება ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არღვევს კონსტიტუციას და სხვა კონსტიტუციურ ორგანოებს არ აძლევს უფლებას საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულება პირნათლად შეასრულოს,“ - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

 

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის მიმართ, რაც მინიმუმ, ბუნდოვანი მესიჯი არის დასავლელი პარტნიორებისთვის. ამ შემთხვევაში, შეუძლებელია ჩვენ ვისაუბროთ მხოლოდ სამართლებრივ რაციონალურობაზე, ცხადია, აქ პოლიტიკური კომპონენტიც უნდა იყოს გათვალისწინებული, პოლიტიკური მართლზომიერება იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირების,“ - ამბობს გურამ იმნაძე.

 

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ უნდა პოლიტიკური სარგებლის მიღება. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, ამით ის სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს პრეზიდენტს. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ დაადასტურა კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ ამით სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიიღებს "ქართული ოცნება,“ - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.