ძველი ახალი სახეები ენმ-ში - ვინ ბრუნდება სააკაშვილის პარტიაში?

01.09.23 15:40
ძველი ახალი სახეები ენმ-ში - ვინ ბრუნდება სააკაშვილის პარტიაში?

ზურა ჭიაბერაშვილის შემდეგ, ბრუნდებიან თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი და გივი თარგამაძე "პირველებს" წყარო აწვდის ინფორმაციას რომ ერთ დროს ნაციონალებიდან  დემარშით წასული ლიდერები უკან, პარტიაში დაბრუნებაზე ფიქრობენ.

"პირველების" ინფორმაციით, ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს.  ყველა დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში აღმასრულებელი სამდივნოს შექმნა უნდათ და დიდი ერთობით პოლიტიკაში დაბრუნება.

"პირველებმა" ინფორმაცია გოკა გაბაშვილთან გადაამოწმა. პოლიტიკოსი პარტიაში დაბრუნებას არ ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ "ოცნების" დამარცხებაში ოპოზიციას მიეხმარება.

ვინმესთან ერთად თუ ქუჩაში დამინახეთ და მაგაზე მეკითხებით არ ვიცი და არანაირ პარტიულ საქმიანობაში მე არ ვარ, მეგობრები მყავს ყველგან და მაქსიმალურად პოლიტიკურ პროცესში რომელიც მიმდინარეობს მივეხმარები იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაამარცხოს მთელმა ოპოზიციამ ერთად. არცერთ პარტიაში არა ვარ, არცერთ პარტიაში არ შევდივარ, ოპოზიციას ვეხმარები, დავეხმარები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს", - ამბობს გოკა გაბაშვილი.

ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ერობას ალტერნატივა არ აქვს და პარტიიდან წასული წევრების დაბრუნება ენმ-ს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.

რასაკვირველია, გიგი უგულავაც, ლევან თარხნიშვილიც, გოკა გაბაშვილიც ეს არის ძალიან ღირსეული თანამებრძოლები და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩვენთან ყოფნა, მე მივესალმები. მე მათთან ვმეგობრობ, რასაკვირველია, მათთან არაერთხელ მქონია შეხვედრა, მათ შორის ბოლოდ დღეების განმავლობაში ერთობა იქნება ძალიან მასშტაბური, არამხოლოდ ეს ადამიანები, ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც პოლიტიკოსი, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრი შემოგვიერთდება და საბოლოოდ ძალიან კარგ ფორმაში და ძალიან ძლიერები შევხვდებით ამ ძალიან რთულ წელს. არ ვიცი, ჯერ არ არის გადაწყვეტილი ამას ექნება სამდივნოს ფორმა თუ რაიმე სხვა სახელი ერქმევა, მაგრამ უნდა იყოს ერთობა და ერთობას უკვე რა სახელს დავარქმევთ მე ვფიქრობ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მე არ ვიცი გიგი უგულავა და ნიკა მელია შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ძალიან მოხარული ვიქნები, მათ შორის ერთად თუ შეხვდებით ერთმანეთს და რაღაც გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი კი ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე კომენტარისგან თავს შეიკავებს. 

კონკრეტულის ახელი და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ეს ერთი არაერთი ყური იქნება, რომ სხვა ადამიანის მაგივრად ვისაუბრო რას აპირებენ ისინი. უარყოფის თვალსაზრისით, მე არავის მაგივრად კომენტარს არ გაკეთებ, მანამ, სანამ რაღაც კონკრეტული შედეგი არ იქნება. ყველა ადამიანი რომელსაც ოდესმე ამ ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეუტანია, ყველას მოვუწოდებ მეთქი", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.