ოლიგარქის მარიონეტულ თეატრში იდგმება სპექტაკლი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი - შალვა ნათელაშვილი

01.09.23 16:00
ოლიგარქის მარიონეტულ თეატრში იდგმება სპექტაკლი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი - შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი დადგმულ სპექტაკლს უწოდებს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს.

ნათელაშვილის თქმით, მიზეზი პრორუსულად აღიარებული "ქართული ოცნების" გადარჩენაა. 

ოლიგარქის მარიონეტულ თეატრში იდგმება მორიგი სპექტაკლი სახელწოდებით პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომლის მიზანია პრორუსულად აღიარებული ქოცური ოცნება დაუპირისპირონ ვითომდა პრეზიდენტს, ამით აუწიონ ზურაბიშვილს ევროპა-ამერიკაში იმიჯი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი შეძლებს აეცილოს თავიდან ბიძინა ივანიშვილს. სანქციები, რომელიც მას ელოდება ყოველ წუთს და ყოველ წამს იმედია საღად მოაზროვნე ადამიანები, ამ აბსურდულ თეატრს არ დაიჯერებენ და მიხედავენ და მივხედავთ ჩვენ ქვეყანას, რომელიც გადარჩენა არ გადარჩენის ზღვარზეა უპირველესად სოციალურად და ეკონომიურად", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, სასწავლო პროცესს და მოსწავლეების ეკონომიკურ მდგომარეობასაც გამოეხმაურა. ნათელაშვილის თქმით, მათ ხელისუფლებას ვერ მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომ სკოლაში გაჭირვებულმა ბავშვებმა, ერთჯერადად მაინც მიიღონ საკვები. 

დღეს სწავლის ზეიმია პირველი სექტემბერი, ჩვენ გახსოვთ ლეიბორისტულმა პარტიამ 90-იან წლებში, რა დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ უფასო საშუალო განათლება, მაგრამ დღემდე ხელისუფლებას ვერ მივაღებინეთ გადაწყვეტილება, რათა მშიერმა, გაჭირვებულმა ბავშვებმა, სკოლაში ერთჯერადად მაინც მიიღონ საკვები, აი ეს ელემენტარული საკვები, რის გარეშეც მოზარდის ორგანიზმი იქნება არასრულფასოვანი და ვერაფერს ვერ ისწავლი, ეს ენანებათ ჩვენი შვილებისთვის და საკუთარ შვილებს აჩუქეს მთელი საქართველოს ბიუჯეტი, ჩვენგან წართმეულ ბოლო ცენტამდე და ასევე ჯუნგლების სკოლებშიც აღარ არის უკვე ნოუთბუქის გარეშე სწავლება, ვეუბნებით, რომ 4 მილიარდი, რაც გამოყოფილია, ბიუროკრატიული აპარატის შენახვაზე ჩამოაკელით ცოტა და უყიდეთ ბავშვებს ნოუთბუქები არც ამას არ აკეთებენ და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც მოვალეებს გული მისდით სკოლებში შიმშილისაგან და დაფიქსირებულია, უამრავი სასწრაფო დახმარების გამოძახება და მდგომარეობა კიდევ უფრო ღრმავდება, შექმნილი სოციალურ ეკონომიური კრიზის ფონზე", - ამბობს შალვა ნათელაშვილი.