აბსურდული ნაბიჯით, "ოცნება" კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი ევროპული მომავლის - ლექსმანი

01.09.23 15:51
აბსურდული ნაბიჯით, "ოცნება" კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი ევროპული მომავლის - ლექსმანი

"ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აბსურდულ ნაბიჯს უწოდებს. ევროპარლამენტარის შეფასებით, "ოცნების" ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ხელისუფლებას საქართველოსთვის ევროპული მომავალი არ უნდა.

სრულიად აბსურდული ნაბიჯით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მას არ აქვს ინტერესი არც პოლიტიკური პოლარიზაციისა და არც საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ", - წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე.