ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება! - ხაზარაძე

01.09.23 16:03
ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება! - ხაზარაძე

"რუსული ოცნება", პუტინისა და მედვედევის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს", - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მმართელი პარტიის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გადაყენების პროცედურის დაწყებას.

ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ იმპიჩმენტი ვერ შედგება, რადგან "ოცნებას" არასაკმარისი ხმების რაოდენობა აქვს პარლამენტში.

 

"რუსული ოცნება", პუტინისა და მედვედევის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს. ჩემი მხარდაჭერა ყველა მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

"ქართული ოცნება" დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია... კომიკურია - ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება!

"რუსულ ოცნებას" ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია! - წერს მამუკა ხაზარაძე.