2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს სტატუსი - გერმანიის ელჩი
"ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი", - ამის შესახებ განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გაავრცელა.
ელჩი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისტორიული შესაძლებლობა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას.
ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე თბილისში ჩამოვედით და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი, ის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი და გულთბილი ქართველები და მეორე ის, რომ ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ - სწორედ ახლა 2023 წლის მეორე ნახევარში. გულთბილი მოკითხვები გერმანიიდან. დროებით!!!“- განაცხადა პეტერ ფიშერმა.