მმართველი ბორდი ენმ-ში?! - რა წინადადებით მივიდა უგულავა ორადგაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში"

01.09.23 17:27
მმართველი ბორდი ენმ-ში?! - რა წინადადებით მივიდა უგულავა ორადგაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში"

ნაციონალურ მოძრობაში მმართველი ბორდის შექმნა არასერიოზულად მიაჩნიათ ნიკა მელიას გუნდში - ყოფილი თავმჯდომარის მომხრეები "პირველებთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ უგულავა მოქმედებაზეა გადასული. გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ყოფილი მერი "ნაციონალური მოძრაობის" ორივე დანაყოფში მართავს კონსულტაციებს - ცდილობს, დაითანხმოს დაპირისპირებული მხარეები, რომ გვერდზე გადადონ შიდა უთანხმოება და დაიწყონ  ერთობლივი მუშაობა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. 

 დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ უგულავა უკვე ენმ-შია, რაც შეეხება ჭიაბერაშვილს, ნიკა მელიას მხარდამჭერი პირველებს ეუბნება, რომ მისი მდივნად წარდგენამ ენმ-ს მხარდამჭერებში იმხელა ნეგატივი გამოიწვია, რომ პროცესი გადაიდო. 

ჩათვალეთ, რომ უგულავა და არამხოლოდ ის, უკვე არიან პარტიაში.  უბრალოდ ჭიაბერაშვილის მდივნად დანიშვნა იმხელა ნეგატივი გამოიწვია ჩვენს მომხრეებში, რომ მისი წარდგენა გადაიდო და ჩემი ინფორმაციით, მათ სურთ, რომ მხოლოდ უგულავა კი არა, რამდენიმე ადამიანთან ერთად წარადგინონ ის. მათ შორის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები პარტიაში მათაც ელაპარაკებიან და არწმუნებენ, რომ ბევრ ადამიანთან ერთად უნდა მოხდეს წარდგენა, მათ შორის, გიგი უგულავასი, რომ არ იყოს შემდგომ ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან, ისეთი ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც მოჰყვა ზურა ჭიაბერაშვილს. მათ შორის, ამ ადამიანებსაც ესაუბრებიან და ეუბნებიან, რომ ვითომ რაღაცა ერთობა უნდა მოხდეს, მაგრამ პასუხი არის ერთი, რომ ერთობა უნდა მოხდეს სიმართლის გარშემო და პრინციპების და ღირებულებების დათმობით და გაერთიანებით არავითარი შედეგი არ მოვა", - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.

პარტიაში სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას ითხოვს მირდატ ქამადაძეც. პოლიტიკოსი "პირველებთან" ამბობს, რომ პარტია იდეებისგან არ უნდა დაიცალოს. 

თუ პარტიაში არ იარსებებს ზედმიწევნით სამართლიანი თამაშის წესები, თუ პარტიიდან წასვლა მოსვლა, კიდევ წასვლა და კიდევ მოსვლა ჩვეულებრივი ნორმაა, თუ პოლიტიკოსებს შეუძლიათ ერთ დღეს ერთმანეთს მოღალატეები ეძახონ და მეორე დღეს ერთმანეთს ისე ჩაეხუტონ, რომ ამომრჩეველს არ უხსნიან, როდის იყვნენ ისინი მართლები, მაშინ თუ დღეს, თუ პარტია კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობის ინსტრუმენტია და იგი ბოლომდე იცლება იდეებისგან, სამწუხაროდ ასეთ პარტიას ძველი თანამებრძოლები კი არა, ჩერჩილიც ვერ გაამარჯვებინებს", - ამბობს მირდატ ქამადაძე. 

ზურა ჭიაბერაშვილის შემდეგ, ბრუნდებიან თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი და გივი თარგამაძე "პირველებს" წყარო აწვდის ინფორმაციას რომ ერთ დროს ნაციონალებიდან  დემარშით წასული ლიდერები უკან, პარტიაში დაბრუნებაზე ფიქრობენ.

"პირველების" ინფორმაციით, ახლა კონსულტაციები მიმდინარეობს.