დაბლოკვა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს კანდიდატის სტატუსზე - მარკეტა გრეგოროვა

01.09.23 17:09
დაბლოკვა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს კანდიდატის სტატუსზე - მარკეტა გრეგოროვა

"ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ევროპარლამენტში. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პროევროპელი პრეზიდენტია და მის მიზანს ქვეყნის ევროინტეგრაცია წარმოადგენს.

გრეგოროვას უჭირს იმ შესაძლო მიზეზებზე საუბარი, თუ რატომ ბლოკავს მთავრობა პრეზიდენტის ვიზიტებს ევროპულ ქვეყნებში. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

მადამ პრეზიდენტ ყოველთვის ძალიან პროევროპელი იყო. მან არაერთხელ აჩვენა, რომ სურს კანდიდატის სტატუსი. თუ მთავრობა მას ევროპელ ლიდერებთან საუბარს უკრძალავს, მაინტერესებს რატომ? ალბათ, სალომე ზურაბიშვილს მიშელთან ამინდზე საუბარი არ სურს, მას სურს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. ამის დაბლოკვა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად იმოქმედებს კანდიდატის სტატუსზე. ნამდვილად ვერ ვხვდები, რატომ აკეთებს ამას მთავრობა," - ამბობს გრეგოროვა.