"ოცნება" ორ საქმეს აკეთებს - რუსულ დავალებას და ევროინტეგრაციის საბოტაჟს აგრძელებს - ჩიხლაძე
"ორ საქმეს აკეთებს „ქართული ოცნება“ - რუსულ დავალებას, რომელზეც კურთხევა მედვედევმა მისცა და ევროინტეგრაციის საბოტაჟის გაგრძელებას," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.
როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი ამბობს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის რეალურად რუსულ საქმეს აკეთებს.
როდესაც პრეზიდენტი ევროპაშია და რაღაც სასარგებლო უნდა თქვას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და შენ ამ დროს იმპიჩმენტს უწყობ, ყველას თავს ესხმი, ვისაც დადებითი როლის შესრულება შეუძლია ევროინტეგრაციაზე, რა თქმა უნდა, აკეთებ რუსულ საქმეს და აკეთებ დივერსიას საქართველოს ევროინტეგრაციის. ორ საქმეს აკეთებს „ქართული ოცნება“ - რუსულ დავალებას, რომელზეც კურთხევა მედვედევმა მისცა და ევროინტეგრაციის საბოტაჟის გაგრძელებას,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.