ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია - ოლივერ ვარჰეი
"ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები და თავად ბლოკი ძალისხმევას გაორმაგებენ", - ამის შესახებ განცხადება გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელიმ გააკეთა.
მისი თქმით, ევროკომისია ოქტომბერში, გაფართოებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინადადებების გაკეთებას გეგმავს.
ყოველთვის არსებობდა კითხვა: გვინდა თუ არა ამის გაკეთება? და ევროსაბჭოსგან პირველად მესმის, რომ მათ ამის გაკეთება სურთ - ეს მისასალმებელია. არა მგონია, ეს თარიღების საკითხი იყოს. ეს არის [პოლიტიკური] ნების საკითხი და შესრულების საკითხი. შესრულება ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ასევე შესრულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დასავლეთ ბალკანეთის ან სხვა სამი კანდიდატი ქვეყნის (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მხრიდან. 2030 წელს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ეს რომ მოხდეს, ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ - ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა, ყველა წევრმა ქვეყანამ და ყველა კანდიდატმა ქვეყანამ - უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა იქამდე მისასვლელად. მზად ვართ, გამოვიდეთ თამამი წინადადებებითა და ახალი იდეებით“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰელიმ.