საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია - მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

01.09.23 17:46
საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია - მიშელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "ტვიტერზე" დაწერა. 

იქვე, მიშელი  ხელისუფლებას იმ ვალდებულებებს ახსენებს, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყანამ უნდა შეასრულოს:

"მივესალმები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისწრაფებას ევროკავშირის გზაზე, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სრული მხარდაჭერა.  ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე, ისტორიული შესაძლებლობაა.

საჭიროა შემდგომი რეფორმები - მართლმსაჯულება, დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება." წერს შარლ მიშელი.