მოკლე ჭკუით და ბინძური პოლიტიკური ლოგიკით ივანიშვილს დაანახეს, რომ შეუძლიათ ზურაბიშვილის დასჯა - დათუნაშვილი

01.09.23 18:18
მოკლე ჭკუით და ბინძური პოლიტიკური ლოგიკით ივანიშვილს დაანახეს, რომ შეუძლიათ ზურაბიშვილის დასჯა - დათუნაშვილი

„კობახიძემ მოკლე ჭკუით და ბინძური პოლიტიკური ლოგიკით ივანიშვილს დაანახეს, რომ მათ შეუძლიათ სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით დასჯა,“ - ასე აფასებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი „ოცნების“ მცდელობას, რომ დასაჯოს პრეზიდენტი.

დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯით კობახიძემ ოლიგარქს აჩვენა, რომ მმართველ ძალას პრეზიდენტის დასჯის ბერკეტი აქვს.

დათუნაშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდს ბევრი პოლიტიკური თემის გადაფარვა უნდოდეს იმპიჩმენტის საკითხის გააქტიურებით, მათ შორის, ევროკომისიის რეკომენდაციების ჩაგდების ან შოვის ტრაგედიის. თუმცა, ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, თემების გადაფარვაზე მეტად, მმართველი გუნდის მიზანს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღების საბოტაჟირება წარმოადგენს.

ეს არის ძალიან იაფფასიანი და უგემოვნო პოლიტიკური მასკარადი, რომელიც ამ პოლიტიკური მასხარებისგან გასაკვირი არ არის, რასაც წარმოადგენენ კობახიძე და მისი გუნდი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი რომ დაიწყო, ამის თავი უნდა გქონდეთ, მარტივი არითმეტიკაა, რომ მათ ამის თავი დღევანდელ პარლამენტში არ აქვთ - იქ არის ე.წ. ოპოზიციური პარტიებიც, რომელიც შეიძლება არითმეტიკული კომბინაცია დასვა, მაგრამ 100 ხმაზე ვერ ადიან. ეს არის ძალიან უსუსური სვლა, რომელიც გათვლილია მხოლოდ ერთი ადრესატისთვის და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. კობახიძემ მოკლე ჭკუით და ბინძური პოლიტიკური ლოგიკით ივანიშვილს დაანახეს, რომ მათ შეუძლიათ სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით დასჯა,“ - ამბობს თაზო დათუნაშვილი.