"ოცნება" ვა ბანკზე მიდის - ხელისუფლება პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს
"ოცნება" ვა ბანკზე მიდის. იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელთან შესახვედრად მიემგზავრებოდა, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გამოაცხადა. ეს კი პირდაპირი გზავნილია ბრუსელითვის, რომ საქართველო შემოდგომაზე სტატუსის გარეშე დატოვონ.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ "ოცნება" იმპიჩმენტს გამორიცხავდა. რა შეიცვალა ორ დღეში? დაუმორჩილებელ პრეზიდენტს ომი გამოუცხადეს და საკონსტიტუციო სასამართლოში დავით ემუქრებიან. "ქართული ოცნების" დიდი პოლიტიკური ავანტურა კი ქვეყანას შესაძლოა, უმძიმესი ფასი დაუჯდეს. პრეზიდენტის გადაყენების პროცედურების დაწყების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ბრუსელისკენ მიმავალ მატარებელში შეიტყო. პასუხად კი მხოლოდ ღიმილნარევი ფოტო გამოაქვეყნა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.