"ოცნება" ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში უჩივის - ვინ დაარღვია კონსტიტუცია?

01.09.23 20:14
"ოცნება" ზურაბიშვილს საკონსტიტუციოში უჩივის - ვინ დაარღვია კონსტიტუცია?

 

 

ვინ დაარღვია კონსტიტუცია? "ქართული ოცნება" მთავარი კანონის მხოლოდ იმ ნაწილს კითხულობს, სადაც წერია, რომ მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობების წარმოება არ შეუძლია, თუმცა არაფერს ამბობს იმ ნაწილზე, სადაც უშუალოდ მთავრობის პასუხისმგებლობაზე წერია, რომლის ყველა რგოლიც ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი, თუმცა რა ვერდიქტიც არ უნდა გამოიტანოს სასამართლომ, "ოცნების" მიერ დაწყებული იმპიჩმენტი უკვე შეფასდა, როგორც ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ღია საბოტაჟი.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.