საკონსტიტუციო სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც დაუჭერენ მხარს იმას, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია - სიმონიშვილი

01.09.23 19:40
საკონსტიტუციო სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც დაუჭერენ მხარს იმას, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია - სიმონიშვილი

"საკონსტიტუციო სასამართლოში არიან მოსამართლეები, რომლებიც ფორმალისტურად შეხედავენ ამ საკითხს და დაუჭერენ მხარს იმას, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა, ვფიქრობ, რომ იქ არიან მოსამართლეები, ვინც არ დაუჭერენ მხარს," - ეს განცხადება "დღის ამბებში" ნიკა სიმონიშვილმა გააკეთა.

ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რამდენი ხმა სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ დადგინდეს, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. 

დადებითი დასკვნა რომ გაიცეს საკონსტიტუციო სასამართლოსგან არის 6 ხმა საჭირო, ანუ უბრალო უმრავლესობამ თუ გადაწყვიტა, რომ დაარღვია სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია, ეს დადებითი დასკვნის გაცემის საფუძველი არ არის - 6 ხმა არის ამისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საჭირო. გამიჭირდება იმის თქმა, 6 ხმა მოგროვდება თუ არა, ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით, უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იქ არიან მოსამართლეები, რომლებიც დაუჭერენ მხარს, ფორმალისტურად შეხედავენ ამ საკითხს და დაუჭერენ მხარს იმას, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, თუმცა, ვფიქრობ, რომ იქ არიან მოსამართლეები, ვინც არ დაუჭერენ მხარს. პოლიტიკური გავლენის კომპონენტი საკონსტიტუციო სასამართლოზე რომ არსებობდა, ეს დადასტურდა სახელმწიფო ინსპექტორის საქმესთან მიმართებით. ," - ამბობს სიმონიშვილი.

იმ შემთხვევაში თუ "ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღეში მიმართავს, როგორც ეს კობახიძემ დააანონსა, სიმონიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ოქტომბრის პირველ კვირაში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც პროცესები ისევ პარლამენტში დაბრუნდება. 

იმპიჩმენტი ეს არ არის ცალკე აღებული პოლიტიკური პროცესი ან ცალკე აღებული სამართლებრივი პროცესი. სტერილურად სამართლებრივად ან სტერილურად პოლიტიკურად ამას არ უნდა შევხედოთ, ეს არის პოლიტიკურისა და სამართლებრივი პროცესის ნაზავი და მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდება ეს პროცესი, 7 ოქტომბრისთვის და გაიცემა დასკვნა - თუ უარყოფითი იქნება დასკვნა, ასეთ დროს წყდება იმპიჩმენტის პროცესი და აქ ყველაფერი მთავრდება.

თუ დადებითია დასკვნა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს და მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოდან დასკვნა მოვა, აქედან 2 კვირის ვადაში, პარლამენტმა უნდა განიხილოს საკითხი - იმპიჩმენტს გამოუცხადებს თუ არა პრეზიდენტს. 
 

თუ 100 ხმა მოიპოვა „ქართულმა ოცნებამ“, სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტი გამოეცხადება და შემდეგ უკვე რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს 45 დღის ვადაში, თუ 100 ხმა ვერ მოგროვდა, ასეთ შემთხვევაში იმპიჩმენტის პროცედურა შეწყდება,“ - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.