"სამარცხვინო აქტი და რუსული დაკვეთა" - არახამია ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

01.09.23 20:25
"სამარცხვინო აქტი და რუსული დაკვეთა" - არახამია ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე

უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია 'ოცნების" მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენების საკითხს ქვეყნის ევროინტეგრაციის საბოტაჟად აფსებს. ამის შესახებ არახამია სოციალურ ქსელში წერს.

მაღალჩინოსანი პირდაპირ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ დაკვეთას ასრულებს. 

საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე. ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს. 
სავსებით ცხადია, რომ “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს." წერს არახამია.