ვინ დანიშნეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელად

02.09.23 10:04
ვინ დანიშნეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელად

პარლამენტის თავმჯდომარემ საბიუჯეტო ოფისის ახალი ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი თანამშრომლებს წარუდგინა.

„მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ სათანადო მხარდაჭერა და დახმარება, რომ ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებში მაქსიმალურად გაერკვიონ და განხორციელდეს ყველაფრის ანალიზი. საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური საქმიანობა მნიშვნელოვანია და პოტენციალიც არის, რომ საბიუჯეტო ოფისი აქტიური იყოს პარლამენტის წევრებისთვის სერვისების შეთავაზების კუთხით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.