რუსული მიზნების შესრულება და ევროინტეგრაციის საბოტაჟი - ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე

02.09.23 11:10
რუსული მიზნების შესრულება და ევროინტეგრაციის საბოტაჟი - ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე

 რუსული მიზნების შესრულება და ევროინტეგრაციის საბოტაჟი - ასე აფასებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. 

"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს მიზანმიმართულად უშლის. 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ამოცანა არის რუსული დღის წესრიგი გაატარონ საქართველოში". 

იმპიჩმენტის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან მორიგი ჩვენებაა, რომ მათი მთავარი ამოცანა, საქართველოში რუსული მიზნის შესრულებაა და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურება.  "ქართული ოცნების" ამოცანა არის რუსული დღის წესრიგი გაატარონ საქართველოში და ამის ნაწილია, როგორმე ჩავარდეს კანდიდატის სტატუსის მიღება და ამიტომ ცდილობენ ისინი ყველაფერს და ამ სცენარის ნაწილია იმპიჩმენტის წამოწყება"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

 სტატუსის საბოტაჟი, პოლარიზაციისა და ანტიდასავლური კურსის გაძლიერება - ეს კი დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეფასებაა.  

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. 

თავდასხმა პრეზიდენტზე და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, რა თქმა უნდა, სამ კონკრეტულ მიზანს ემსახურება: ერთის მხრივ ეს არის ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი, პოლარიზაციის გაღრმავება, რომელიც 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობის წინაპირობაა, და ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებაა . 

ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, ქართული ოცნების მხრიდან რომ ქვეყანამ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი"- თქვა თეონა აქუბარდიამ. 

იმ დროს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელთან შესახვედრად მიემგზავრებოდა, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება გამოაცხადა. 

ასევე ნახეთ: რა პროცედურა სჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტს და რა მოხდება შემდეგ, თუ იმპიჩმენტი შედგება