"ოცნების" ხელისუფლება რუსეთისგან შექებას ელოდება - წერეთელი იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე

02.09.23 13:47
"ოცნების" ხელისუფლება რუსეთისგან შექებას ელოდება - წერეთელი იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე

ხელისუფლებას არ სურს რეალური ნაბიჯების გადადგმა, პირიქით, ისინი ახლა ალბათ ელოდებიან, რუსეთისგან შექებას, რომელსაც აუცილებლად დაიმსახურებენ - ასე აფასებს გიგი წერეთელი "ქართული ოცნების" მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. 

პოლიტიკოსის თქმით, ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნება შესაძლებელი. 

ამ კონკრეტული ისტორიული მომენტის ყველაზე მძიმე სიტუაცია არის სწორედ ის რომ ჩვენ ასეთი ხელისუფლება გვყავს და მხოლოდ ამ სისტემის ცვლილების შემდეგ შეიძლება ველოდოთ რაიმე რეალურ ნაბიჯებს ჩვენი ნორმალური ევროიინტერაციისთვის"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი. 

მისი თქმით, ვისაც რეალურ ოპოზიციონერობაზე აქვს პრეტენზია,  პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.