"ქართული ოცნება" VS პრეზიდენტი: "ორშაბათს 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება"

02.09.23 15:25
"ქართული ოცნება" VS პრეზიდენტი: "ორშაბათს 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება"

"ქართული ოცნება" VS პრეზიდენტი - მმართველი პოლიტიკური გუნდი, სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილების კომენტირებისას ამბობს, რომ " ეს ამბავი რეაქციის გარეშე არ უნდა დაეტოვებინათ". 

როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა  ჟურნალისტებს უთხრა,  მმართველ პარტიაში ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ იმპიჩმენტის პროცედურას შედეგი უდიდესი ალბათობით არ მოჰყვება, რადგან  ოპონენტების რეაქციები ცნობილია.

მისი თქმით ოპოზიცია გადაეფარა იმ ადამიანს, რომელმაც "კონსტიტუცია დაარღვია და კონსტიტუციის დარღვევაში მისი თანამონაწილეები გახდა".

ვფიქრობთ, არ შეიძლება რეაქციის გარეშე დატოვება, პრეზიდენტის მიერ, პერსონის მიერ, რომელიც კონსტიტუციის მთავარი გარანტი უნდა იყოს, ამ კონსტიტუციის დარღვევა და ეს რეაქცია ჩვენ მიერ არის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა და შემდეგ იმპიჩმენტის აღძვრა. რა თქმა უნდა, 50 ხელმოწერა მზად არ არის. ორშაბათს ჩვენ გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც 50-ზე მეტი ხელმოწერა იქნება. სამწუხაროა, ისტორიას შემორჩება ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია ქვეყნის უმაღლესი კანონი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, დაუჯერებელია პრეზიდენტის არგუმენტი რომ ის ვიზიტებს ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად ახორციელებს.

მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მანამდე არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა სწორი იყო. 

პრეზიდენტმა თქვა, რომ სწორი იყო კანდიდატის სტატუსის არ მიცემა, ეს მტკიცებულება არსებობს და მან წელსაც თქვა, რომ რეკომენდაციები ფორმალურად სრულდება, ანუ წელსაც არ იმსახურებს საქართველო სტატუსს. ამ ფრაზების ავტორი კი ამბობს, რომ ის მიდის ევროპაში კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერად, რაც დაუჯერებელია," - აცხადებს მდინარაძე.