პრეზიდენტი რეპუტაციულად ძლიერად დაზიანებულია - მამუკა მდინარაძე

02.09.23 15:41
პრეზიდენტი რეპუტაციულად ძლიერად დაზიანებულია - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნებისთვის" პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "რეპუტაციულად დაზიანებულია". მეტიც, როგორც ჟურნალისტებს  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  ჟურნალისტებს  განუცხადა,  ზურაბიშვილსა და "ნაცლკასტერს  დავალების საერთო მიმცემები ჰყავთ".      

თუ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხით ვაჭრობა დაიწყება, ეს აბსოლუტურად გააშიშვლებს იმ ამბავს, რომ პრეზიდენტი დაექვემდებარა „ნაცმოძრაობის“ შანტაჟს. არ მგონია, რომ ამ გზით თვითდაზიანების რეჟიმზე იყოს წამსვლელი პრეზიდენტი, თუმცა ზოგადად გამორიცხული არაფერია"- თქვა მდინარაძემ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.  

"ქართული ოცნების" ლიდერის მტკიცებით, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია სააკაშვილის გათავისუფლებით ევაჭრება პრეზიდენტს.

თუ ეს მართალია და ეს ინფორმაცია მართლაც გავრცელდა, ეს რაღაც წყაროზე დაყრდნობით მოხდა. „ნაცმოძრაობას“ არ აწყობს, რომ ასე ღიად უთხრას პრეზიდენტს, შეიწყალეთ, თორემ იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. როგორც ჩანს, ეს გვერდითა გზებიდან სცადეს. მე არ მგონია, რომ ასეთ ღია შანტაჟს დაექვემდებაროს რომელიმე ადამიანი, იმიტომ რომ რეპუტაციულად ისედაც ასე ძლიერად დაზიანებულმა ადამიანმა საკუთარი პერსონის პოლიტიკური ლიკვიდაცია განახორციელოს. აქედან გამომდინარე, არ მგონია რომ ამ შანტაჟმა შედეგი გამოიღოს, თუმცა როდესაც ვხედავთ, რომ ერთი მესიჯბოქსი აქვთ პრეზიდენტს და „ნაცკლასტერს“, დავალების საერთო მიმცემები ჰყავთ, ამიტომ ვერაფერს გამოვრიცხავთ“, - აცხადებს მდინარაძე.