რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მოსკოვის საბავშვო წიგნის ფესტივალზე?
რომელი ორგანიზაცია მონაწილეობს მოსკოვის საბავშვო წიგნის ფესტივალზე? - ფონდი "აზბუკა"-ს ორგანიზაციის ოფისი დაკეტილია. ორგანიზაციის ხელმძღვანელები არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ.
მწერლები ეჭვობენ, რომ ფონდი რუსეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ორგანიზაციის ფინანსების შემოწმებას ითხოვენ.
რუსული საბავშვო ლიტერატურის ფესტივალი სექტემბრის დასაწყისში მოსკოვში იმართებოდა. ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენლებიც მიიღებენ.
ფაქტს ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების პროტესტი მოჰყვა. 150-ზე მეტი ადამიანი კულტურის მინისტრს მიმართავს, უარი თქვას მოსკოვის საბავშვო ფესტივალზე. ხელმომწერები ფიქრობენ, რომ ბავშვების მკვლელი სახელმწიფოს ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა დაუშვებელია.