ნობელის ფონდმა დაჯილდოებაზე რუსეთისა და ბელარუსის ელჩების მოწვევა გააუქმა
პროტესტის შედეგი - ნობელის ფონდმა სტოკჰოლმში დაჯილდოების ცერემონიალზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევა გააუქმა. ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მწვავე რეაქციის შემდეგ მიიღეს.
ცნობისთვის, შვედეთის სამი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ ცერემონიალს, თუ რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მიწვევა არ გაუქმდებოდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სამი ქვეყნის ელჩების მიწვევის გაუქმების გადაწყვეტილებას, ჰუმანიზმის გამარჯვება უწოდა.