კალაძემ მეღორეობის კომპანიას სანიაღვრე სისტემების მოწყობა ანდო
ვის ჩააბარა კახა კალაძემ სანიაღვრე სისტემების მოწყობა? - კორუფციის მკვლევრებმა დოკუმენტები შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ თბილისის მერიის ფავორიტი მეღორეობა - მეფრინველეობა - მეთევზეობის კომპანიად არის რეგისტრირებული.
ჩნდება კითხვაა - რა გამოცდილება დაუგროვდა "დეველოპმენტ გრუპს" ისეთი, რომ საქმიანობის სპეციფიკა რადიკალურად შეცვალა და სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე გადაერთო.
ოპოზიცია დედაქალაქის მთავრობისგან განმარტებას ელოდება. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარი კითხვაა, რამდენად სანდოა კომპანია, რომელმაც დედაქალაქის სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე უნდა იზრუნოს.
ცნობილია, რომ "თბილისი დევოლოპმენტ გრუპმა" ზაფხულის თვეში ორი ტენდერი მოიგო, აქედან ერთი გამარტივებული წესით.
ოფიციალური დოკუმენტებით, ერთი ტენდერის მიხედვით აღნიშნულ კომპანიას 5 მილიონ ლარამდე გადაუხდიან, მეორე ტენდერის ღირებულება 8 000 ლარზე მეტია.
"თბილისი დეველოპმენტ გრუპს" რამდენიმე თვის წინ დაუდეს კონტრაქტი 4 800 000 ლარის ოდენობით და გარდა ამისა, სტიქიამდე დაახლოებით ერთი კვირის ადრე, ასევე ტენდერის გარეშე გაუფორმეს 8 000 ლარზე მეტი. ეჭვს იწვევს ამ კომპანიის გამოცდილება, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ დაფუძნდა. სადამფუძნებლო დოკუმენტში ეწერა, რომ მისი ძირითადი ბიზნეს საქმიანობა იქნებოდა მაგალითად მეღორეობა. როცა კომოპანია ტენდერში შევიდა, თქვა, რომ მე ეს გამოცდილება მივიღე კერძო კომპანიებთან და ამიტომ მაქვს უფლება რომ მივიღო მონაწილეობა.
რატომ ფორმდება ამ კომპანიასთან მათ შორის ტენდერის გარეშე ასობით ათას ლარზე ხელშეკრულებები და რამდენად რეალურია ის დოკუმენტები, როდესაც კომპანიას სურდა ყოფილიყო მეღორე და ამით დაკავებულიყო და დღეს თბილისის სანიაღვრე სისტემების გაწმენდა-რეაბილიტაციით არის დაკავებული"- ამბობს საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე.