პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა ჩანაფიქრი აქვს "ოცნებას"

02.09.23 20:01
პრეზიდენტის იმპიჩმენტი  - რა ჩანაფიქრი აქვს "ოცნებას"

"ქართული ოცნება" წინასწარ წაგებულ თამაშში შედის - პრეზიდენტის გადაყენების ერთ პროცენტიანი შანსით  და დაზიანებული საერთაშორისო რეპუტაციით.

ორშაბათს ფორმალური პროცესი იწყება -  ზურაბიშვილის დასასჯელად, საკონსტიტუციო სარჩელისთვის დეპუტატები ხელმოწერებს  შეაგროვებენ, მაგრამ უკვე ყველა ხვდება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გეგმა სულ სხვა მიზნით აამოქმედეს - შიდა მოხმარებისთვის და საგარეო ინტერესისთვის.

ექსპერტების შეფასებით, "ქართული ოცნება" ხალხის შიშით ევროინტეგრაციაზე უარს ვერ ამბობს, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა დაბლოკოს საქართველო. მაგალითი - უკრაინული მაიდანია, როცა ევრო სტრუქტურებში გაწევრიანებაზე უარი ვიქტორ იანუკოვიჩს პოლიტიკური თვითლიკვიდაცია დაუჯდა.  

ბრიუსელი თბილისს დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, დეპოლარიზაციას და მედიის თავისუფლებას სთხოვს. სტატუსზე საბოლოო პასუხი შემოდგომაზე უნდა გვითხრან, მაგრამ როგორც ექსპერტები და ოპოზიცია ამბობს, კობახიძე - ღარიბაშვილის პარტიას უნდა მოსახლეობამ ეს ორი თვე  ზურაბიშვილი - ოცნების დაპირისპირებაზე ილაპარაკოს და არა ევროინტეგრაციაზე. 

პრეზიდენტის იმპიჩმენტი და შეწყალება - ყველა დეტალი ნინო ელიკაშვილმა გაარკვია.