ვის შეუკვეთა მერიამ სანიაღვრე სისტემები

02.09.23 20:09
ვის შეუკვეთა მერიამ სანიაღვრე სისტემები

რატომ იტბორება თბილისი წვიმის დროს? - ოპოზიციამ ამ კითხვაზე პასუხი მაშინ მიიღო, როცა ოფიციალური დოკუმენტაცია შეისწავლა და გაარკვია, რომ დედაქალაქის სანიაღვრე სისტემების მოწყობა ჩააბარეს კომპანიას, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მერიის ფავორიტი მეღორეობა- მეფრინველეობა - მეთევზეობის კომპანიადაა რეგისტრირებული.

სწორედ ამ ხალხს ანდეს ორი მასშტაბური ტენდერი. ჩნდება კითხვა - რა გამოცდილება დაუგროვდა ასეთი "თბილისი დეველოპმენგ გრუპს" რომ საქმიანობის სპეციფიკა რადიკალურად  შეცვალა და სანიაღვრე სისტემების მოწყობაზე გადაერთო.

ოპოზიცია თბილისის მერიისგან განმარტებას ელოდება. ქალაქში რომ სანიაღვრე სისტემები გაუმართავია ეს ბოლოო შემთხვევამაც აჩვენა. ძლიერი წვიმაა საკმარისი იმისთვის, რომ დაიტბოროს ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სადარბაზოები. 

ვის შეუკვეთა მერიამ სანიაღვრე სისტემები - ყველა დეტალი გვანცა ჩხიკვაძის სიუჟეტში