მწერლების პროტესტი რუსულ ფესტივალს - წულუკიანმა მოქალაქეების ხმა დღესაც ვერ გაიგო

02.09.23 20:12
მწერლების პროტესტი რუსულ ფესტივალს - წულუკიანმა მოქალაქეების ხმა  დღესაც ვერ გაიგო

ქართველი მწერლების, მთარგმნელების და გამომცემლების ხმა თეა წულუკიანმა დღესაც ვერ გაიგო.  კულტურის მინისტრმა  მოსკოვის  წიგნების ფესტივალში საქართველოს სახელით მონაწილეობა აღარ დაგმო. ოკუპანტ რუსეთში  დელეგაცია თბილისიდან გაემგზავრა. ფონდი "აზბუკა" საქართველოს წარმოადგენს.

ფონდის პირველი ოფისი ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. მწერლებს აქვთ ეჭვი, რომ ორგანიზაცია კრემლიდან იმართება.

გაბრაზებულმა მოქალაქეებმა ინტერნეტში პეტიცია გამოაქვეყნეს. დოკუმენტზე ხელმომწერები ფიქრობენ, რომ ბავშვების მკვლელი სახელმწიფოს ორგანიზებულ ფესტივალში საქართველო არ უნდა მონაწილეობდეს. მოქალაქეები ხელისუფლებას ახსენებენ ოკუპაციის კანონს, ითხოვენ,  ყველა იმ ორგანიზაციის აკრძალვას, რომლებიც რუსული ფულით ფინანსდებიან და პუტინის პროპაგანდას ემსახურებიან.

მწერლების პროტესტი რუსულ ფესტივალს - თემაზე მარიამ მაკასარაშვილმა იმუშავა.