ერთჯერადი საშვები ახალგორელებისთვის - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალი ვაჭრობისთვის ემზადება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ხელმძღვანელის, ალან გაგლოევის "საჩუქარი" მოხუცებს. დე ფაქტო ლიდერმა ხანდაზმულებზე ზრუნვის მოტივით საშვების გაცემა დაიწყო, რაც ნიშნავს იმას, რომ ოკუპირებულ ცხინვალში გამომწყვდეული ადამიანები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, პენსიის აღებას და სამედიცინო სერვისებით სარგებლობას შეძლებენ - სამი თვის განმავლობაში.
დე ფაქტო ლიდერის სპეც ნებართვით საოკუპაციო ხაზს ის პირებიც გადაკვეთენ, ვისაც ცხინვალში მშობლები, ბებიები და ბაბუები ჰყავთ. რეგიონში დარჩენილ მოხუცებს ზამთრისთვის საჭირო პროდუქტებით მოამარაგებენ.
ახალგორიდან დევნილი მოსახლეობა ფიქრობს რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ახალი ვაჭრობისთვის ემზადება - ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟი