“ქართული ოცნება”, რა დღეში ჩაგაგდოთ სიხარბემ, როგორ სულ დაკარგეთ ადამიანის სახე?! - მანჯგალაძე

03.09.23 13:04
“ქართული ოცნება”, რა დღეში ჩაგაგდოთ სიხარბემ, როგორ სულ დაკარგეთ ადამიანის სახე?! - მანჯგალაძე

 "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე იმ მოძალადე პირების დაკავებას ითხოვს, რომლებიც დღეს ჩოხატაურში ენმ-ს წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მომხდარით გაოგნებულია. მანჯგალაძე "ოცნების" დეპუტატებს მოუწოდებს, გამოვიდნენ და მომხდარი ფარისევლურად მაინც დაგმონ. 

რას ითხოვდნენ ჩოხატაურში შეკრებილი ადამიანები, ნოდარ დუმბაძის სკვერი იქნებ მაინც შევინარჩუნოთო და ამის გამო ფიზიკურად უსწორდებით? რომელი უფლებით?!
ვის წარმოდგენთ?

ვინც დაგეგმეთ, ვინც განახორციელეთ, გგონიათ ადამიანები ხართ ამის მერე?
მთავარია, რამე არ მოგაკლდეთ და მზად ხართ, ადამიანი დაგლიჯოთ?
ესაა ქოცური დემოკრატიის სახე, ესაა მათი ადამიანობა, ასე ესმით კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და ქრისტიანობის დაცვა.

"ოცნების" ლიდერებო, გამოდით და ფარისევლურად მაინც დაგმეთ ძალადობა, თორემ ხომ იცით, გამოცდილია, ვინც ქარს დათესავს ქარიშხალს მიიღებს ცხვირში.
და კიდევ, გომელაურო, თუ საერთოდ რამეს წარმოადგენ ეხლავე დააკავე ეს ზონდერ მოძალადეები, - ამბობს მანჯგალაძე. 

არა ძალადობას! არა ქოცობას! “ - პაატა მანჯგალაძე