აბა, მობრძანდით, თუ მაგარი ბიჭები ხართ! - ლევან ხაბეიშვილი ჩოხატაურში ჩავა
ენმ-ს თავმდჯომარე დიპლომატებს მოუწოდებს, ჩოხატაურში ენმ-ს წევრებზე ძალადობის ფაქტით დაინტერესდნენ. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ხაბეიშვილმა თქვა, რომ ჩოხატაურში ჩავა და იმ ბუკლეტებს დაარიგებს, რომლის გამოც მისი თანაგუნდელები "ოცნების" პარტაქტივმა სცემა. მისი თქმით, ენმ თავს არავის დააჩაგვრინებს.
ჩოხატაურში ასხვისებენ ნოდარ დუმბაძის სკვერს. აი, ამ ბუკლეტებს, საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩოხატაურში, როცა ჩიგოგიძის მიერ მიგზანილი „ნასედკები“ , ესენი არ არიან ზონდერები, პოლიციელებთან ერთად, როცა პოლიციასთან ერთად სცემ, ფიზიკურად უსწორდები ადამიანებს, იქ პოლიცია არ რეაგირებს, მეტიც, გეხმარება და ძალადობ მათ შორის, ქალბატონებზე და იძალადეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმდჯომარის მოადგილეზე. მე არაფერს არ ვთხოვ ამ რუსულ პარტიას, ამათი მხრიდან არაფერი იქნება, მოვუწოდებ დიპლომატებს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და ასევე, ცხადია, მე პირადად ჩემს სხვა კოლეგებთან ერთად ვაპირებ, აი, ახლა აქედან მოვრჩები თუ არა ბრიფინგს, ჩავიდე ჩოხატაურში და მათ შორის, ეს მასალა, რომელიც დასარიგებელია, დავარიგებ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად. აბა, მობრძანდით თუ მაგარი ბიჭები ხართ, მობრძანდით ჩოხატაურში. ჩვენ ძალადობას ვერ წავახალისებთ და არც მოგვწონს, მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არავის და ვერავის თას ვერ დავაჩაგვრინებთ და ვერც იმის შესაძლებლობას მივცემთ, რომ თავყბა დაგვამტვრიონ, - განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ოცნების" პარტაქტივმა დღეს ენმ-სწევრები სცემა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს თავს იმ დროს დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისებას აპროტესტებდნენ და სპეციალურ ბუკლეტებს არიგებდნენ.