ენმ-ს ნაცემი წევრები დავით მჟავანაძე და არჩილ სიხარულიძე ჩოხატაურის სამმართველოში გამოკითხვაზე მივიდნენ
ჩოხატაურის მთავარ სამმართველოშიი ცოხა ხნის წინ გამოკითხვები დაიწყო. გამოკითხვაზე უკვე მივიდა "ოცნების" პარტაქტივის მიერ ნაცემი დავით მჟავანძე. ადგილზე იმყოფება არჩილ სიხარულიძეც.
მჟავანძემ კლინიკაში მკურნალობაზე უარი განაცხადა. ის ექსპერტიზის ჩატარებას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გეგმავს.
აღმენიშნება სახეზე რაც არის, პლუს ამას ძლიერი თავის ტკვივილი და ამ ეტაპზე, როცა თქვენ გესაუბრებით მაქვს გამაყუჩებლები დალეული და ტვინის შერყევა. ეს უკვე ჩვეულებრივი კრიმინალების თავდასხმაა. ეს იყო ჩვეულებრივი ანგარიშსწორება იმისთის, რომ ხალხმა არ გაიგოს სიმართლე. ეს იყო ჩიგოგიძს მიერ ორგანიზებული თავდასხმა, რადგანს წორედ მისი ახლო მეგობარი ხელმძღვანელობდა ამ თავდასხმას და როგორც კი გადმოვედით მანქანებიდან 10-ზე მეტი, 15-ზე მეტი ადამიანი წამოვიდა და ჯგუფურად დაიწყეს ჩვენზე ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ ორგანიზებული დანაშაულებრივი ქმედება, - ამბობს დავით მჟავანაძე.
ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულების ცნობით, მომხდარზე გამოძიება 126 მუხლით აღიძრა. ამის მიუხედავად, სამართალდაცველები ვერ პასუხობენ კიტხვას, რატომ არ არიან ამ დრომდე გამოკითხვაზე დაბარებული მოძალადეები.