ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია მოღალატეობრივი ქმედების ნაწილია - ბოკერია

04.09.23 13:25
ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია მოღალატეობრივი ქმედების ნაწილია - ბოკერია

"კამპანია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არის ნაწილი იმ მოღალატეობრივი ქმედებისა, რასაც ეს რეჟიმი ჩადის საქართველოს წინააღმდეგ," - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ოცნების" მხრიდან იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას.

გიგა ბოკერია მთავრობას აკრიტიკებს იმის გამო, რომ NATO-ში ინტეგრაციის ნაცვლად, აბსურდული იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. 

ასეთ დროს ეს აბსურდული იმპიჩმენტი იმის ნაცვლად, რომ მუშაობდე საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე, ეს არის ღალატი, ამას ვაფასებ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, როგორც კატასტროფას ჩემი ქვეყნისთვის და არა რომელიმე ფიგურის წინააღმდეგ, ნებისმიერ გამოთქმულ მოსაზრებას ან პროცედურას, რომელიც მითუმეტეს ვერ დასრულდება წარმატებით,“ - ამბობს ბოკერია.