აუქციონზე გასატანად გამზადებული სკვერი - ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია

04.09.23 16:03
აუქციონზე გასატანად გამზადებული სკვერი - ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია

 

 

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია გადასული - ირაკლი კუჭავა "ტვ პირველთან" ამტკიცებდა რომ, სადაო ტერიტორია, რომლის გასხვისება იგეგმება, ნოდარ დუმბაძის სკვერის ნაწილი არ არის.

მას შემდეგ კი რაც საჯარო მოხელეს "პირველებმა" საჯარო რეესტრის ამონაწერი აჩვენა, კუჭავა იძულებული გახდა ეთქვა, რომ პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა გადასულიყო.

ირაკლი კუჭავა ამბობს იმასაც, რომ ჩოხატაურში მომხდარ ძალადობაში "ქართული ოცნება" არ ყოფილა ჩარეული.

არანაირი გასხვისება ჯერ არ მომხდარა. მუნიციპალიტეტის საკრებულომ საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის მოთხოვნა დაუკმაყოფილა მერიას. ძალადობრივი აქტებით კი არა სამართლებრივ ჭრილში უნდა გადავიყვანოთ საქმე.

ვდგავარ, საჯარო რეესტრით ნოდარ დუმბაძის სკვერის იმ ნაწილში, რომელსაც დაკარგული აქვს მისი ფუნქცია. თუ დავუკარგეთ [სკვერის სტატუსი] მაშინ სასამართლოში ვიდავოთ. ამორიცხვა გაკეთდა მასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში. შესაბამისად თუ ეს ხარვეზია სამართლებრივი ვიდავოთ სასამართლოში", - ამბობს ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციამ 4 მოძალადე საჯარო მოხელე დააკავა.