აუცილებელი იყო ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა - დეკანოიძე პრეზიდენტისგან განმარტებებს ელოდება
ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა აუცილებელი იყო, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტის განმარტებას დაელოდება ამასთან დაკავშირებით.
აუცილებელი იყო ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. ვნახოთ, დაველოდები პრეზიდენტის განმარტებას. მე ვიცი, რომ სამართლებრივად შეიძლება ცალკე სხვა ქვეყნის მოქალაქე გასამართლდეს იმ ბრალდებით, რა ბრალდებაც აქვს ფარცხალაძეს". - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორი დასასჯელია, მან პასუხი საქართველოს მოქალაქის სტატუსით უნდა აგოს, ამიტომაც ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა.