პოლიტიკურ ლოგიკას არის მოკლებული - სალომე სამადაშვილი ,,ენმ"-ს გადაწყვეტილებაზე

08.06.21 13:25
პოლიტიკურ ლოგიკას არის მოკლებული - სალომე სამადაშვილი ,,ენმ"-ს გადაწყვეტილებაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის გარეშე ლოგიკას მოკლებულს უწოდებს. 

კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ასევე, სწორი იქნება მათი მხრიდან მიშელის შეთანხმების ხელმოწერა. ჩემთვის პირადად, პოლიტიკურ ლოგიკას არის მოკლებული გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში გააგრძელოს საქმიანობა პარტიამ და უარი თქვას მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე, - ამბოს სალომე სამადაშვილი.
 

 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობაში დღეიდან ჩაერთვება.