ექსკლუზივი: 1 კვ.მ - 80 თეთრად - როგორ მისცა ღარიბაშვილმა ხალხის ქონება ძმაკაცს
გამდიდრება ღარიბაშვილის მეთოდით - პრემიერის ოფისიდან გადამალულმა დოკუმენტებმა გამოჟონა. დადასტურებულია, რომ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე ოფიციალური მილიონერია.
ჩინოვნიკი, რომელიც ხელისუფლებაში თბილისში ნაჩუქარი ერთი საცხოვრებელი სახლით, 20 კვადრატული მეტრის მანსარდით და ბათუმში 7 კვადრატული მეტრი ფართით მოვიდა, დღეს დიდ ქონებას და დიდ ფულის ფლობს.
როგორ გახდა ღარიბაშვილის ძმაკაცი და ნათელ-მირონი, რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო კუთვნილი მიწების მფლობელი შუამავლების და ფიქტიური გარიგებების საშუალებით?
- სამეგრელოში, სოფელ ჩხორიაში 133 ათას 190 კვადრატული მეტრი მიწა ახლა უკვე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის საკუთრებაა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის კომპანიამ ეს ქონება სახელმწიფოსგან 2022 წლის 29 ივნისს აუქციონის გარეშე იყიდა. (კვადრატული მეტრი ერთ ლარად და 12 თეთრად).
რომეო მიქატაძეს კომპანია "ბლუბერი ლაბში" 33%-იან წილს ფლობს. დოკუმენტების თანახმად, ბიზნესს თავად მართავს.
კომპანია, 2019 წლის 13 სექტემბერს მოქალაქე ნინო ქარდავამ დააფუძნა და ერთადერთი მფლობელი იყო. შექმნიდან ორ კვირაში მოცვის ბაღების გასაშენებლად ნინო ქარდავას სახელმწიფომ სოფელ ჩხორიაში 133 ათას 190 კვადრატული მეტრი მიწა 25 წლიანი იჯარით გადასცა თვეში - 437 ლარად 50 თეთრად. რამდენიმე თვეში სახელმწიფომ მოქალაქე ნინო ქარდავას კიდევ 100 ათასი მისცა, რომ ბიზნესი აეწყო და მოცვის ბაღები გაეშენებინა. სახელმწიფოსაგან მიღებული მიწების და ფულის შემდეგ, ნინო ქარდავამ გადაწყვიტა, რომ ამ ბიზნესის წილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილისთვის ეჩუქებინა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა, პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 20 ივნისი განკარგულება, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის კომპანიას სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული მიწის 133 ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია, აუქციონის გარეშე პირდაპირ წედისის მიყიდეს - ერთი მიწა კვადრატული - 88 თეთრად მეორე კი ერთ ლარად 12 თეთრად.
ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის გარდა, ბიზნესი საჩუქრად, ქონება სახელმწიფოსგან ჩალის ფასად, რომეო მიქაუტაძის მეგობრებმაც მიიღეს.
ლურჯი მოცვის ბიზნესი რომეო მიქაუტაძის ერთადერთი ბიზნესი არ არის. მიქაუტაძის ოჯახის ბალანსზე, ძვირადღირებული სახლები, მანქანები სასტუმროს ბიზნესი ბეთლემის ქუჩაზე, დეველოპერული კომპანია მიწებით წავკისში და მიწა წყნეთში - ეს ირაკლი ღარიბაშვილის ახლო მეგობარი ჩინოვნიკის ქონების არასრული ჩამონათვალია.
ახლა ეკონომიკის სამინისტროს ყველაზე გავლენიანი პირი თეთრი სასახლის ასაშენებლად ემზადება. 1146 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 3 სართულზე განაწილდება.
გამდიდრება ღარიბაშვილის მეთოდით - ნახეთ, მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება