ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს - ხათუნა სამნიძე
"რესპუბლიკელების" ლიდერი ხათუნა სამნიძე მიიჩნევს, რომ ირაკლი ბერაიამ თანამდებობა უნდა დატოვოს. ოპოზიციის წევრის თქმით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფისთვის ნორმალურად ბოდიშიც არ მოუხდია.
ეს არის სახე „ქართული ოცნების“ და გაგრძელება იმ დისკრედიტაციის კამპანიის, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა ქალების წინააღმდეგ. მან უნდა დატოვოს თანამდებობა. ის არ უნდა იყოს უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ის ბოდიშ, რომელიც მოვისმინეთ, არ იყო მოხდილი და არ მოუხადა მან ეს ბოდიში თეონას. ამის ღირსებაც არ აქვს მას, რომ შესაბამისი ბოდიში მოიხადოს, - ამბობს ხათუნა სამნიძე.
31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.