ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს - პრემიერის ახალი დეკლარაცია
ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 180 ათასი ლარი აჩუქეს. პრემიერის ახალი დეკლარაცია დღეს გამოქვეყნდა.
ამავე დეკლარაციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს "ქართუ ბანკში" 96 ათასი ლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი აქვს.
30 ოქტომბერს გამოქვეყნებული დეკლარაცია პრემიერის 2022 წლის ხარჯებს ასახავს და იქ არ არის ჩანაწერი, რა დაუჯდა ირაკლი ღარიბაშვილის მამას ჩარტერული რეისის დაქირავება, რომლითაც პრემიერი და მისი ოჯახის წევრების საზაფხულო არდადეგებზე ამერიკაში გაემგზავრნენ.